top of page

სერვისები

1. დიზაინი

თუ გაქვთ კვლევა, ანგარიში ან დიდი მონაცემები და გინდათ, რომ მისი შინაარსი აქციოთ ყველასთვის გასაგებ, ხელმისაწვდომ  ამბად, ამაში ჩვენ დაგეხმარებით. 

 

შეგვიძლია თქვენთვის მოვამზადოთ:

 

  • ანიმაციური ვიდეოები

  • ინფოგრაფიკები და ფაქტოგრაფები

  • Პოსტერები და  საინფორმაციო ბარათები

  • ბროშურები


 

Ჩვენი ნამუშევრები:

Design

2. დატათონები და ჰაკათონები

დატათონი და ჰაკათონი კონკურსის ფორმატებია, რომელშიც მონაწილეები სხვადასხვა გამოწვევის გადასაჭრელად გუნდებად მუშაობენ და სამუშაო პროცესში იყენებენ მონაცემებისა და ტექნოლოგიების ინსტრუმენტებს. 

 

Ჩვენს გუნდს ჰაკათონებისა და დატათონების ორგანიზების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სხვადასხვა თემაზე: 

 

დეზინფორმაციასთან ბრძოლა, გენდერული სტერეოტიპები, სიძულვილის ენა, დემოკრატია და სხვა. Ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ ჰაკათონი და დატათონი განსაკუთრებულ ინტერესს აჩენს ახალგაზრდულ ჯგუფებში და ხელს უწყობს მათ ჩართულობას. 

 

თუ თქვენც გსურთ დატათონის ან ჰაკათონის  ჩატარება, ჩვენ შეგვიძლია ორგანიზება გავუწიოთ მთელ პროცესს - დაგეგმვიდან აღსრულებამდე. 

Hackthons

3. ტრენინგები/ვორკშოპები

ფორსეტში გვაქვს სხვადასხვა პროფესიისა და ინტერესების მქონე ჯგუფთან ტრენინგისა და ვორკშოპების ჩატარების მრავალფეროვანი გამოცდილება. 

შეგვიძლია ჩავატაროთ ტრენინგი ან ვორკშოპი როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფისთვის მონაცემთა მოძიების, დამუშავების, ანალიზისა და  ვიზუალიზაციის თემაზე.

Trainings

4. კომუნიკაციის სტრატეგიები

Ჩვენ გვჯერა, რომ წარმატების გასაღები სწორ დროს, სწორი ფორმით გამოხატულ სათქმელშია. Ჩვენს გუნდს სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ჩვენ შევძლებთ, დაგეხმაროთ აუდიტორიამდე თქვენი სათქმელის სწორად და ეფექტიანი გზებით მიტანაში. 

 

შეგვიძლია მოგიმზადოთ:

. საინფორმაციო კამპანიისა თუ ორგანიზაციის  საკომუნიკაციო სტრატეგია

მიზნებით, ამოცანებით, სამიზნე აუდიტორიებითა და  საკომუნიკაციო არხებით

. კომუნიკაციის სამოქმედო გეგმა

ჩვენი პარტნიორები

ჩვენ ვმუშაობთ არაერთ სექტორთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან და გვეამაყება, რომ ისინი ჩვენი პარტნიორები არიან.