top of page

ჩვენი ამბავი

გეცნობათ ის უსიამოვნო შეგრძნება, დილით ადრე რომ იღვიძებთ და იძულებულები ხართ, სამსახურში წახვიდეთ? Ჩვენ - არა! Ჩვენ, ფორსეტელებს, გვიყვარს, რასაც ვაკეთებთ და ამას თქვენც აუცილებლად იგრძნობთ ჩვენთან თანამშრომლობისას. 

მაგრამ როცა ვიწყებდით, ყველაფერი ასე მარტივად არ იყო. 

მონაცემთა ვიზუალიზაციაზე მუშაობა მაშინ დავიწყეთ, როცა ამ მიმართულებით საქართველოში არავინ მუშაობდა და რეგიონშიც ცოტამ თუ იცოდა, რა იყო ეს. გულწრფელად რომ ვთქვათ, დიდად არც ჩვენ ვიცოდით, ვუსმენდით ჩვენს შინაგან ხმას და ვსწავლობდით პროცესში.

ერთ გუნდად მუშაობის თითქმის ხუთი წლის თავზე, 2017 წელს, მივხვდით, რომ სიახლეებისა და უფრო დიდი იდეების განხორციელების დრო იყო და აი, ასე დავაარსეთ ფორსეტი - კრეატიული სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაციის ნაზავი, რომელიც მიზნად ისახავს პოზიტიური ცვლილებების ხელშეწყობას, მონაცემების, დიზაინისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. 

Ჩვენი საქმიანობა არაერთხელ შეფასდა და დაფასდა სხვადასხვა პრესტიჟული ჯილდოთი. Მაგალითად, 2023 წელს გავხდით გრეის ჰოპერის ჯილდოს მფლობელი, როგორც მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია. ამავე წელს, ჩვენმა კიდევ ერთმა პროექტმა AskGov.ge-მ კი კოპენჰაგენის Democracy Tech კონკურსში გაიმარჯვა.

რას ვაკეთებთ?

მონაცემები, მათი ანალიზი და ვიზუალიზაცია ჩვენი მუშაობის მთავარი ამოსავალი წერტილია. Საქმიანობას კი  ოთხ ძირითად მიმართულებად ვყოფთ: ამბის თხრობა, განათლება, სამოქალაქო ტექნოლოგიები (Civic Tech)  და პროფესიული ქსელის განვითარება (community building).

ამბის ვიზუალური თხრობა

თუ ფიქრობთ, რომ არ შეგიძლიათ კომპლექსური მონაცემების აღქმა და გაგება, ჩვენი საქმიანობა საპირისპიროში დაგარწმუნებთ. მას შემდეგ, რაც მონაცემები გაიფილტრება და მარტივი ვიზუალური ფორმა მიეცემა, მისი გაგება ნებისმიერი ადამიანისთვის მარტივდება. 

 

ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა - ვაქციოთ დიდი მონაცემები მარტივ, გასაგებ, ყველასთვის ხელმისაწვდომ ვიზუალიზაციად - პოსტერად, ანიმაციად, ფაქტოგრაფად, ინფოგრაფიკად და ა.შ.

განათლება

ჩვენ გვჯერა, რომ ცოდნის გაზიარებას უმნიშვნელოვანესი პოზიტიური ცვლილებები მოაქვს. სწორედ ამიტომ, დაარსების დღიდან, გვაქვს არაერთი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლითაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც ათასობით სტუდენტს, ჟურნალისტს, აქტივისტსა თუ მონაცემთა მეცნიერს მივეცით შესაძლებლობა, ესწავლა მონაცემების შეგროვება, ანალიზი და კომუნიკაცია.

Სამოქალაქო
ტექნოლოგიები

ეს მიმართულება ისეთი ტექნოლოგიების შექმნასა და განვითარებაზეა ორიენტირებული, რომლებიც  საჯარო ინტერესს ემსახურება. Ჩვენ ვქმნით ვებაპლიკაციებს, მომხმარებელზე მორგებულ მონაცემთა პორტალებსა და საგანმანათლებლო თამაშებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მონაცემები და ტექნოლოგიები.

მაგალითად,  შევქმენით პლატფორმა AskGov.ge, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მოქალაქეს საჯარო უწყებებიდან მონაცემების გამოთხოვა  მარტივად, ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე შეუძლია.

Პროფესიული ქსელის განვითარება

ეს მიმართულება პროფესიული ქსელის შექმნასა და განვითარებას ემსახურება. Ჩვენი სურვილია, მონაცემებით დაინტერესებული ადამიანები ერთმანეთს დავაკავშიროთ და სწორედ ამისთვის ვატარებთ არაერთ შეხვედრას, ვორკშოპს, ჰაკათონსა თუ ფესტივალს. ვქმნით სახალისო და ახალი გამოცდილებებით სავსე გარემოს სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ერთმანეთთან დასაკავშირებლად და ახალი პროფესიული ქსელის შესაქმნელად. 

 

ამის ნათელი მაგალითი არის DataFest Tbilisi, რომელსაც 2017 წლიდან ვატარებთ და რომელიც მონაცემების შესახებ ყველაზე მასშტაბური ფესტივალია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაშიც. ფესტივალი სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს ერთ სივრცეში უყრის თავს და ერთმანეთთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს.

bottom of page