top of page
პროექტის აღწერა
სასწავლო პროგრამამ ხელი შეუწყო მონაცემთა განათლების ხელმისაწვდომობას ახალგაზრდებისთვის საქართველოში. პროექტის მონაწილეებს საშუალება მიეცათ, მიეღოთ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა მონაცემთა მეცნიერებისა და მონაცემთა კომუნიკაციის შესახებ. ხუთი თვის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში ჩატარდა ორი პარალელური ონლაინ ტრენინგი და კურსები, რომელთაც 130-ზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო. ყველაზე წარმატებულმა 13-მა კურსდამთავრებულმა მიიღო 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების შეთავაზება MaxinAI-სა და ForSet-ში. გარდა ამისა, შეიქმნა უფასო ციფრული ბიბლიოთეკა, რომელიც აერთიანებს ვიდეო ჩანაწერებსა და სასწავლო მასალებს და ხელმისაწვდომია ქართული აუდიტორიისთვის.
bottom of page