პროექტის აღწერა
DataforCrisis.com არის მონიტორინგის პლატფორმა, რომელიც ჟურნალისტებს საშუალებას აძლევს, დააკვირდნენ და გააანალიზონ სოციალურ მედიაში არსებული დისკუსია ორ სხვადასხვა ჯგუფსს შორის: საქართველოში მცხოვრები რუსი მიგრანტები და ქართული საზოგადოება. პორტალი შეიქმნა უკრაინის ომის შედეგად საქართველოსა და ყაზახეთში რუსეთის მოქალაქეების მასიური მიგრაციის საპასუხოდ.
2023 წლის იანვარში ForSet-მა, რომელიც პროექტის პარტნიორია საქართველოში, "Data for Crisis Fellowship-ის” ფარგლებში დაიქირავა 15 ჟურნალისტი საქართველოში რუსული მიგრაციის შესახებ მონაცემებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ამბების შესაქმნელად. ForSet-ის გუნდმა ჟურნალისტებს ტრენინგები ჩაუტარა მონაცემთა ანალიზის, მონაცემთა ვიზუალიზაციის, ამბის თხრობისა და ინფორმაციული დიზაინის მიმართულებით, რასაც მოჰყვა მენტორობის სესიები მულტიმედიურ ამბებზე მუშაობისას.
საკონტაქტო
პროექტის დეტალები
კატეგორია:
მონაცემთა ამბის თხრობა
ხანგრძლივობა
2022-2023