top of page

დეზინფორმაციასთან ბრძოლის ბანაკი

დასრულებული

European union in georgia
OGP

პროექტის აღწერა

დეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ბანაკის ფარგლებში, 50 ჟურნალისტსა და მკვლევარ სტუდენტს მიეცა წვდომა ინოვაციურ ხელსაწყოებზე დეზინფორმაციული საფრთხეების დასაძლევად.


დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინოვაციური ხელსაწყოები, ღია წყაროებით გამოძიება, კოორდინირებული ქსელების კვლევა, ფაქტების გადამოწმება, პოლიტიკური რეკლამების მონიტორინგი, გეოლოკაცია, ა.შ. - ბანაკის მონაწილეებმა ყველა იმ მიმართულებით შეიძინეს უნარ-ჩვევები, რაც დეზინფორმაციის თანამედროვე გამოწვევებზე პასუხს სჭირდება.


შერჩეული ჟურნალისტებით, მკვლევრებით, მონაცემთა მეცნიერებითა და ჟურნალისტიკის სტუდენტებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა ინოვაციური ხელსაწყოების გამოყენებით იმუშავეს ცხრა კვლევითი მასალის შექმნაზე. კვლევითი მასალები აერთიანებდა ახალგაზრდებისკენ მიმართულ პროპაგანდას, ტიკტოკის არაავთენტურ ქსელებს, პრორუსული ძალების დაფინანსებასა და სხვა მწვავე საკითხებს. საუკეთესო მასალების ავტორები DataFest Tbilisi 2023-ზე გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ.


პროექტს უძღვებოდა ფორსეტი, Zinc Network-თან პარტნიორობითა და USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის მხარდაჭერით.

საკონტაქტო

პროექტის დეტალები

კატეგორია:

სამოქალაქო ტექნოლოგიები

ხანგრძლივობა

2023

bottom of page