პროექტის აღწერა
კლიმატის დატათონი 2023 გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), ForSet-ის, AskGov-ის, Climate Basics-ისა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) ერთობლივი ინიციატივით განხორციელდა. 19-21 ოქტომბერს ციფრულად ჩატარებულმა ჰაკათონმა გააერთიანა მონაცემებით და კლიმატის ცვლილებით დაინტერესებული სტატისტიკოსები, დიზაინერები, დეველოპერები, კომუნიკაციის სპეციალისტები და მკვლევრები. სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში, 2-3 ადამიანისგან შექმნილმა გუნდებმა და ინდივიდუალურმა მონაწილეებმა მენტორებთან ერთად იმუშავეს მონაცემთა ვიზუალიზაციებზე, შმედეგ თემებზე: სათბური გაზების შემცირება, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და სოციალურ-პოლიტიკურ-ეკონომიკური ასპექტები. 10,000 ლარიანი საპრიზო ფონდით, მონაწილეებმა თავიანთი კრეატიულობა გამოავლინეს ინტერაქტიული ვიზუალიზაციის, ინფოგრაფიკის, თამაშების, ვიქტორინების, ანიმაციური ვიდეოების და სხვა ინოვაციური ფორმატების მეშვეობით.
საკონტაქტო
პროექტის დეტალები
კატეგორია:
მონაცემთა ამბის თხრობა
ხანგრძლივობა
2023-2024