top of page

მონაცემთა ვიზუალიზაციის კონკურსი

მონაცემთა ვიზუალიზაციის კონკურსი

„ფორსეტი“ აცხადებს მონაცემთა ვიზუალიზაციის კონკურსს ორი მიმართულებით:


  • „ტექნოლოგიებით წახალისებული გენდერული ნიშნით ძალადობა“

  • „რუსული კანონი და არჩევნები“


კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სხვადასხვა პროფესიისა და უნარების მქონე ადამიანებს, მათ შორის: სტატისტიკოსებს, მკვლევრებს, მონაცემთა მეცნიერებსა და ანალიტიკოსებს, გრაფიკულ, UI/UX, 3D და მოუშენ დიზაინერებს, ქოფირაითერებს, სტუდენტებს, სხვადასხვა ორგანიზაციაში მომუშავე კომუნიკაციების სპეციალისტებს და სხვა რელევანტური უნარების მქონე პროფესიონალებს.


კონკურსის თითოეული მიმართულებისთვის გამოყოფილი საპრიზო ფონდია 10 000 ლარი.


>> დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

>> რეგისტრაციისთვის კი შეავსეთ ფორმა.


რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2024 წლის 15 ივლისი.


შექმნილი პროდუქტების ჟიურის წინაშე პრეზენტაციის თარიღი: 2024 წლის 31 ივლისი.

Commenti


bottom of page