
დაარღვიე დუმილი
საქართველოს მოსახლეობის 77%-მა იცის, რომ არსებობს კანონმდებლობა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ და ასევე, მომსახურებები ძალადობის გამოცდილების მქონე ადამიანებისთვის.
თუმცა ქალების 36%-ს განცდილ ძალადობაზე არავისთან უსაუბრია და მხოლოდ 18%-მა განაცხადა ამის შესახებ პოლიციაში.
ქალების დუმილს ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის მოძალადის შიში, სირცხვილისა და უიმედობის განცდა, ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები.
თუ თქვენ განიცდით ოჯახში ძალადობას ან გაქვთ ინფორმაცია ოჯახში ძალადობის შესახებ, შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს დარეკოთ 24-საათიან ერთიან საგანგებო ნომერზე 112. პოლიცია ვალდებულია, დროული რეაგირება იქონიოს ოპერატორების მიერ მიღებულ ინფორმაციაზე.
გარდა ამისა, თუ თქვენ ოჯახში ძალადობის თემაზე კონსულტაციას საჭიროებთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ სპეციალურად ამისთვის არსებული უფასო ცხელი ხაზის მომსახურებითაც: 116 006.
გამოსავალი არსებობს.
პირველი ნაბიჯი დახმარების თხოვნაა.




”ქუჩის მხატვრობა ოჯახში ძალადობის წი ნააღმდეგ” კამპანია ხორციელდება UN Women-თან პარტნიორობითა და თბილისის მერიის პროექტის “შემოქმედებითი თბილისი” მხარდაჭერით.
