top of page

რეგისტრაცია "მედია ინოვაციის ჰაკათონისთვის"

მედია ინოვაციის ჰაკათონი

თუ ხარ ტექნოლოგიებში გამოცდილი ან დაინტერესებული ენთუზიასტი და შეგიძლია საკუთარი ინოვაციური მიდგომები მედიის სექტორის განვითარებას მოახმარო, ForSet და USAID-ის მედია პროგრამა გიწვევთ "მედია ინოვაციის ჰაკათონზე".


ჰაკათონის მიზანია ხელი შეუწყოს ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავებას მედიასთან დაკავშირებული გამოწვევების გადასაჭრელად; შექმნას პლატფრომა მედია პროფესიონალებს, ტექ ენთუზიასტებსა და ინოვატორებს შორის თანამშრომლობისთვის; და ხელი შეუწყოს მედიატექნოლოგიებში იდეებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას. ჰაკათონის საწყისი საპრიზო ფონდი 14 000 ლარია!



ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?


ყველას, ვისაც მედიაში ინოვაციების დანერგვა აინტერესებს  - მონაცემთა მეცნიერებს, ანალიტიკოსებს, დიზაინერებს, ჟურნალისტებს, დეველოპერებს, მკველვარებს, კომუნიკაციის სპეციალისტებს, სტუდენტებს და ა.შ. შეგიძლია დარეგისტრირდე როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდთან ერთად. 



რა საკითხებს შეიძლება ფარავდეს ჰაკათონში შექმნილი პროდუქტი


  • მედიის მონიტორინგის ხელსაწყოები

  • მედიის მონეტიზაცია და დონაცია

  • მედიის გამომწერებთან კომუნიკაცია ეფექტურად და ხელმისაწვდომ ფასად

  • მედიის ვებ და სოციალური მედიის ანალიტიკის ხელსაწყოები

  • მედიაში AI ხელსაწყოების დანერგვის საგანმანათლებლო პროდუქტები

  • ჟურნალისტებს შორის კოლაბორაციის ხელშემწყობი ხელსაწყოები

  • ფრილანსერი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციების კოლაბორაციების ხელშემწყობი და მხარდამჭერი პროდუქტები

  • ამომრჩეველთა განათლების ხელშემწყობი პროდუქტები

  • ინტერაქტიული მედია პლატფორმები (ქვიზები, გამოკითხვები, ქომიუნითი ფორუმები, ფაზლები, AR პლატფორმები)

  • ახალი ამბების დისტრიბუციის ინოვაციური გზები

  • საგამოძიებო ჟურნალისტიკის ხელსაწყოები


*ჰაკათონში შესაძლებელია უკვე არსებული, განვითარების ეტაპზე მყოფი პროდუქტის წარმოდგენა, თუ ის ამ ჰაკათონით დამატებით ფუნქციას ან ღირებულებას შეიძენს.



რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა


გარდა ფულადი, 14 000 ლარიანი პრიზისა, შესაძლებლობა გექნებათ გამოსცადოთ საკუთარი უნარ-ჩვევები, გაიცნოთ ტექ ენთუზიასტები, კონსულტაციები მიიღოთ სფეროს სპეციალისტებისგან და გადაჭრათ მედიაში არსებული გამოწვევები.



ფორმატი და ვადები


ჰაკათონის ფორმატი ჰიბრიდულია და მოიცავს ონლაინ სწავლების კომპონენტებსა და ადგილზე შეკრებას 2-დღიანი დინამიური ჰაკათონისთივს.


  • 10 აპრილი, 13:00 — ინფო სესია — ამ ონლაინ შეხვედრაზე ვისაუბრებთ ჰაკათონის წესებზე, გავაზიარებთ პრაქტიკულ რჩევებს და მონაწილეთა კითხვებს ვუპასუხებთ

  • 26 აპრილი - რეგისტრაციის დასასრული

  • 6-10 მაისი - ჩატარდება 3 ონლაინ ვორკშოპი საქართველოში მედიის გარემოს, საჭიროებებისა და ინოვაციების შესახებ. მონაწილეებს, პარალელურად, შესაძლებლობა მიეცემათ დააკომპლექტონ მულტიპროფილური გუნდები

  • 14 მაისი - მონაწილეები/გუნდები ატვირთავენ საკუთარი ინოვაციური გადაჭრის ერთ-გვერდიან იდეას ან პროტოტიპს

  • 18-19 მაისი - ჰაკათონი ფიზიკურ სივრცეში, სადაც მონაწილეები მენტორებთან ერთად იმუშავებენ პროტოტიპის შექმნაზე, რომელსაც, მეორე დღის ბოლოს, ჟიურის წარუდგენენ


აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 26 აპრილი

Comentarios


bottom of page